ინტერნეტ ჯავშნები

book syncro
დღევანდელ საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე ინტერნეტ ტურისტული სააგენტოები (booking com, expedia.com hotels.com, roomfinder.com airbnb.com და ა.შ.) მნიშვნელოვან როლს თამაშობენ, ისინი ახდენენ სასტუმროებისთვის ჯავშნების დიდი ნაწილის მიწოდებას. სწორედ ამგვარი მდგომარეობის პირობებში, იმისთვის რომ სასტუმროს ჰქონდეს მაღალი რეიტინგი და მოწინავე პოზიცია ჯავშნების მიღების კუთხით, სასურველია სასტუმროს მენეჯერმა პირდაპირი ურთიერთობა დაამყაროს ინტერნეტ ტურისტულ სააგენტოებთან. ოდისია უზრუნველყოფს სასტუმროთა მხარდაჭერას სასტუმროთა მხრიდან ნულოვანი საკომისიოს პირობით.

მთავარი ფუნქციები და უპირატესობები
  • სასტუმროს დაჯავშნა ყველა სააგენტოს მიერ 24/7 განმავლობაში
  • რეზერვაციის და სტუმრის პროფილის ჩატვირთვა სასტუმროს პროგრამაში სააგენტოს ვებ გვერდიდან
  • 24 საათიანი ტექნიკურიი მხარდაჭერა
  • 0 ლარი საკომისიო ოდისიას მხრიდან, მხოლოდ ფიქსირებული გადასახადი

ნომრების სინქრონიზაცია

ოთახების ნომრების ოდენობა სასტუმროს პროგრამაში ავტომატურად სინქრონიზდება ინტერნეტ ტურისტულ სააგენტოებთან და თქვენს პარტნიორ ინტერნეტ ტურისტულ სააგენტოს ექნება რეალური სურათი თქვენს სასტუმროში არსებული ოთახების შესახებ ნებისმიერი მომენტისათვის.

ეს გამორიცხავს ზედმეტ ჯავშნებს და თქვენ გექნებათ შანსი სრულად დატვირთოთ თქვენი სასტუმრო. ნებისმიერ დროს თქვენ შეგეძლებათ შეზღუდოთ ნომრების ოდენობა პირდაპირ თქვენი პროგრამის მეშვეობით.

ჩვენ ვახდენთ 1 წუთიანი ინტერვალით ინფორმაციის განახლებას პროგრამასა და ინტერნეტ ტურისტული სააგენტოს შორის რაც ფაქტიურად შეუძლებელია მსგავსი სერვისის მიმწოდებელი კომპანიების მხრიდან.


რეზერვაციების ჩატვირთვა

ორმხრივი სინქრონიზაციის მთავარი ხიბლი მდგომარეობს იმაში, რომ ინტერნეტ ტურისტული სააგენტოებიდან მიღებული ჯავშნის შესახებ სრული ინფორმაციის ჩატვირთვა ხდება პროგრამაში. ოპერატორმა მხოლოდ ერთი თითის დაკლილებით უნდა მიანიჭოს კონკრეტული ნომერი.

ამ სისტემის პირობებში სასტუმრო დაცულია როგორც ზედმეტი ჯავშნებისგან, ასევე რეზერვაციების შესახებ სრული ინფორმაციის დაკარგვისგან.

რეზერვაციების მიღებისათვის ოდისია სასტუმროებს არ ახდევინებს საკომისიოებს, ჩვენი მომსახურება მხოლოდ ფიქსირებული გადასახადით განისაზღვრება. სასტუმროს მენეჯერები ამ დროს ახდენენ ძალიან დიდ დანაზოგებს და რაც მთავარია, რეზერვაციები პროგრამაში იტვირთება 2 წუთში.


ფასების სინქრონიზაცია

ოდისია ე.წ. ორმხრივი სინქრონიზაციის მოდულით უზრუნველჰყოფს ნომრების ფასების განახლებას უწყვეტ რეჟიმში სასტუმროს პროგრამასა და ინტერნეტ ტურისტულ სააგენტოს შორის. ფასების განახლება ხდება სასტუმროს პროგრამაში ფასის შეცვლიდან 5 წუთის შემდეგ. ჩვენ ასევე ვახდენთ ფასდაკლებების, სხვდასხვა სახის პრომოუშენების და პაკეტების ფასების სინქრონიზაციას.

სასტუმროს პროგრამის ინტერნეტ ჯავშნების მოდულის საშუალებით თქვენ შეგიძლიათ მართოთ რამდენიმე ინტერნეტ ტურისტული სააგენტოს ვებ გვერდზე სასტუმროს ნომრების ფასები, მოახდინოთ ყოველდღიური ცვლილებები სასტუმროს დატვირთვიდან გამომდინარე.


ჯავშნების კონტროლი

სასტუმროს პროგრამასა და ინტერნეტ ტურისტულ სააგენტოებს შორის ორმხრივი სინქრონიზაცია ფაქტიურად გამორიცხავს ზედმეტი ჯავშნების მიღების რისკებს.

სასტუმროს მხრიდან ჯავშნების კონტროლის დარღვევის შემთხვევაში შესაძლოა სასტუმრო გახდეს ჯარიმის ობიექტი ინტერნეტ ტურისტული სააგენტოების მხრიდან.

სასტუმროს პროგრამა აკონტროლებს ჯავშნების ოდენობას სასტუმროში როგორც კატეგორიების ასევე ნომრების რეზერვაციების დროს.


 

 

 ინტერნეტ ტურისტული სააგენტოები, რომელთანაც ოდისია გთავაზობთ პირდაპირ ორმხრივ სინქრონიზაციას:

 

Bookings

odissia logo footer

 

© 2017-2019
შპს სასტუმროს სისტემები.
ყველა უფლება დაცულია.

ვებგანვითარება GT Studio.

სოციალური ქსელები

     Facebook

     Linkedin

კონტაქტი

ტელეფონი

+995 32 247 95 75

+995 555 32 74 74

+995 591 91 51 51

სკაიპი

Odissia Systems

ელფოსტა

ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

ძებნა