კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს ინტერნეტ გვერდზე.

ოდისიას საქმიანობა იწყება 2008 წლიდან როცა ენთუზიასტი, სასტუმროს ბიზნესის და კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოცდილების მქონე მეგობრები გაერთიანდნენ ინტერნეტ ტურისტული სააგენტოს შექმნის მიზნით. საერთაშორისო ბაზარზე მძლავრი კონკურენციის გამო ინტერნეტ ტურისტული სააგენტოს პროექტი დახურულ იქნა და ახალი ენერგიით მათ მიერვე შეიქმნა სასტუმროს მართვის პროგრამა ‘ოდისია’. სასტუმროს პროგრამის შექმნას თან მოყვა ახალი გამოწვევები და იდეები რამაც განაპირობა რესტორნის მართვის პროგრამის და სასტუმროს ბიზნესისთვის საჭირო სერვისების დაგეგმარება და განვითარება.

ოდისიას სათაო ოფისი მდებარეობს ქ. ჩიკაგოში, აშშ. დღეისთვის ოდისია წარმოადგენს საერთაშორისო კომპანიას რომლის პროდუქცია წარმატებულად გამოიყენება 30 ქვეყანაში 1500-ზე მეტ სასტუმროში, გესტჰაუზებში, აპარტოტელებში, ბუტიკ და საოჯახო სასტუმროებში. კომპანია უზრუნველყოფს თანამედროვე პროგრამების და სერვისების დანერგვას სასტუმროებში, მათ კონსტულტაციებს და ტექნიკურ მხარდაჭერას. ჩვენი 24 საათიანი მთავარი ტექნიკურ-საკონსულტაციო ჯგუფი და ლოკალური წარმომადგენლობები უზრუნველყოფენ ჩვენი კლიენტებისთვის კომფორტული გარემოს შექმნას, ხელს უწყობენ მათი პრობლემების გადაჭრას და წარმატებული სასტუმრო ბიზნესის საფუძვლების შექმნას.

ჩვენ სასტუმროს ბიზნეს მფლობელებს ვთავაზობთ ხელმისაწვდომ და მრავალფუქნციურ პროგრამებს. ჩვენთან თანამშრომლობით თქვენ შეიძენთ სანდო, პასუხისმგებლიან და საერთაშორისო გამოცდილების მქონე პარტნიორს რაც კიდევ უფრო გაამყარებს თქვენს წარმატებას სასტუმროს ბიზნესის გრძელ გზაზე.

odissia logo footer

 

© 2017-2019
შპს სასტუმროს სისტემები.
ყველა უფლება დაცულია.

ვებგანვითარება GT Studio.

სოციალური ქსელები

     Facebook

     Linkedin

კონტაქტი

ტელეფონი

+995 32 247 95 75

+995 555 32 74 74

+995 591 91 51 51

სკაიპი

Odissia Systems

ელფოსტა

ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

ძებნა