ჩვენ გთავაზობთ სასტუმროს მართვის საუკეთესო პროგრამას თქვენი სასტუმროსთვის
ოდისიას საქმიანობა იწყება 2008 წლიდან როცა ენთუზიასტი, სასტუმროს ბიზნესის და კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოცდილების მქონე მეგობრები გაერთიანდნენ ინტერნეტ ტურისტული სააგენტოს შექმნის მიზნით. საერთაშორისო ბაზარზე მძლავრი კონკურენციის გამო ინტერნეტ ტურისტული სააგენტოს პროექტი დახურულ იქნა და ახალი ენერგიით მათ მიერვე შეიქმნა სასტუმროს მართვის პროგრამა ‘ოდისია’. სასტუმროს პროგრამის შექმნას თან მოყვა ახალი გამოწვევები და იდეები რამაც განაპირობა რესტორნის მართვის პროგრამის და სასტუმროს ბიზნესისთვის საჭირო სხვა სერვისების დაგეგმარება და განვითარება.
ოდისიას სათაო ოფისი მდებარეობს ქ. ჩიკაგოში, აშშ. დღეისთვის 'ოდისია' წარმოადგენს საერთაშორისო კომპანიას რომლის პროდუქცია წარმატებულად გამოიყენება 30 ქვეყანაში 1500-ზე მეტ სასტუმროში, გესტჰაუზებში, აპარტოტელებში, ბუტიკ და საოჯახო სასტუმროებში. კომპანია უზრუნველყოფს თანამედროვე პროგრამების და სერვისების დანერგვას სასტუმროებში, მათ კონსტულტირებას და ტექნიკურ მხარდაჭერას. ჩვენი 24 საათიანი მთავარი ტექნიკურ-საკონსულტაციო ჯგუფი და ლოკალური წარმომადგენლობები უზრუნველყოფენ ჩვენი კლიენტებისთვის კომფორტული გარემოს შექმნას, ხელს უწყობენ მათი პრობლემების გადაჭრას და წარმატებული სასტუმრო ბიზნესის საფუძვლების შექმნას.
ჩვენ სასტუმროს ბიზნეს მფლობელებს ვთავაზობთ ხელმისაწვდომ და მრავალფუქნციურ პროგრამებს. ჩვენთან თანამშრომლობით თქვენ შეიძენთ სანდო, პასუხისმგებლიან და საერთაშორისო გამოცდილების მქონე პარტნიორს რაც კიდევ უფრო გაამყარებს თქვენს წარმატებას სასტუმროს ბიზნესის გრძელ გზაზე.
ჩვენი კლიენტურა საქართველოში იხილეთ აქ.
- 24/7 ტექნიკური დახმარება
- ამერიკული წარმოების სასტუმროს მართვის პროგრამა
- ჩენელ მენეჯერი 99.98% სიზუსტით
- ონლაინ ჯავშნები სასტუმროს ვებგვერდიდან, Facebook-დან და Tripadviser-დან
- უმაღლესი ხარისხის ტექნიკური აღჭურვილობა რესტორნისთვის ევროპიდან