ის ახორციელებს ჯავშნების ავტომატიზირებულ მართვას სასტუმროში
მსოფლიოს წამყვანი ინტერნეტ ტურისტული სააგენტოები (booking.com, expedia.com, hotels.com, agoda.com, airbnb.com და ა.შ.) მნიშვნელოვან როლს თამაშობენ დღევანდელ საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე, ისინი ახდენენ სასტუმროებისათვის ჯავშნების დიდი ნაწილის მიწოდებას. სწორედ ამგვარი მდგომარეობის პირობებში, იმისთვის რომ სასტუმროს ჰქონდეს მაღალი რეიტინგი და მოწინავე პოზიცია ჯავშნების მიღების კუთხით, სასურველია სასტუმროს მენეჯერმა პირდაპირი ურთიერთობა დაამყაროს ინტერნეტ ტურისტულ სააგენტოებთან. ჩვენ უზრუნველვყოფთ სასტუმროთა მხარდაჭერას ყოველგვარი საკომისიოების გარეშე.

მთავარი ფუნქციები და უპირატესობები
- 2 მხრივი სინქრონიზაცია 450-მდე ონლაინ ტურისტულ სააგენტოსთან (OTAs) რაც მოიცავს ფასების და თავისუფალი ოთახების ინფორმაციის მიწოდებას სასტუმროს მართვის სისტემიდან და ჯავშნების ავტომატურად ჩატვირთვას სასტუმროს მართვის სისტემაში
- ზედმეტი ჯავშნების მიღების 0%-იანი რისკი
- ჩენელ მენეჯერი 99.98%-იანი სიზუსტით და ერთერთი საუკეთესო მსოფლიოში (expedia.com-ის 2019 წლის შეფასებით)
- ჯავშნების ჩატვირთვა ყოველ 90 წამში
- ფასების და თავისუფალი ოთახების რაოდენობის ავტომატური განახლება ყოველ 90 წამში
- 24 საათიანი ტექნიკურიი მხარდაჭერა ‘ოდისია’-ს მხრიდან
- 0 ლარი საკომისიო ‘ოდისია’-ს მხრიდან, მხოლოდ ფიქსირებული საფასური ყოველთვიურად
თავისუფალი ოთახების სინქრონიზაცია
თავისუფალი ოთახების რაოდენობა სასტუმროს მართვის სისტემაში ავტომატურად სინქრონიზდება ინტერნეტ ტურისტული სააგენტოს ექსტრანეტთან და თქვენს პარტნიორ ინტერნეტ ტურისტულ სააგენტოს ექნება რეალური სურათი თქვენს სასტუმროში არსებული თავისუფალი ოთახების შესახებ ნებისმიერი მომენტისათვის.
ეს გამორიცხავს ზედმეტ ჯავშნებს, თქვენ შეგიძლიათ იყოთ მშვიდად და თქვენი დრო მიმართოთ სხვა მიმართულებით. ნებისმიერ დროს თქვენ შეგეძლებათ გაზარდოთ ან შეამციროთ თავისუფალი ოთახების რაოდენობა ინტერნეტ ტურისტული სააგენტოების ვებგვერდებზე თქვენი პროგრამის მეშვეობით.
ჩვენ ვახდენთ 90 წამიანი ინტერვალით ინფორმაციის განახლებას პროგრამასა და ინტერნეტ ტურისტული სააგენტოს ექსტრანეტს შორის რაც ფაქტიურად შეუძლებელია მსგავსი სერვისის მიმწოდებელი სხვა კომპანიების მხრიდან.
რეზერვაციების ჩატვირთვა სასტუმროს მართვის სისტემაში
ორმხრივი სინქრონიზაციის მთავარი ხიბლი მდგომარეობს იმაში, რომ ინტერნეტ ტურისტული სააგენტოებიდან მიღებული ჯავშნის შესახებ სრული ინფორმაციის ჩატვირთვა ხდება პროგრამაში ყოველ 90 წამში. სასტუმროს თანამშრომელმა მხოლოდ ერთი თითის დაკლიკებით უნდა მიანიჭოს კონკრეტული ოთახის ნომერი.
ამ სისტემის პირობებში სასტუმრო დაცულია როგორც ზედმეტი ჯავშნებისგან, ასევე რეზერვაციების შესახებ სრული ინფორმაციის დაკარგვისგან.
რეზერვაციების მიღებისათვის ჩვენ სასტუმროებს არ ვახდევინებთ დამატებით საკომისიოს, ჩვენი მომსახურება მხოლოდ ფიქსირებული საფასურით განისაზღვრება. სასტუმროები ამ დროს ღებულობენ ძალიან დიდ დანაზოგებს და რაც მთავარია, ‘ოდისია’-ს პროგრამით მუშაობა ძალიან კომფორტულია.
ფასების სინქრონიზაცია
სასტუმროს მართვის სისტემა ‘ოდისია’ ჩენელ მენეჯერის მოდულით უზრუნველყოფს ოთახების ფასების განახლებას უწყვეტ რეჟიმში სასტუმროს მართვის სისტემასა და ინტერნეტ ტურისტულ სააგენტოს შორის. ფასების განახლება ხდება სასტუმროს პროგრამაში ფასის შეცვლიდან 5 წუთის შემდეგ. ჩვენ ასევე ვახდენთ ფასდაკლებების, სხვდასხვა სახის პრომოუშენების ფასების სინქრონიზაციას სააგენტების ექსტრანეტებთან.
ჩენელ მენეჯერის საშუალებით თქვენ შეგიძლიათ მართოთ რამდენიმე ინტერნეტ ტურისტული სააგენტოს ვებ გვერდებზე სასტუმროს ოთახების ფასები, მოახდინოთ ყოველდღიური ცვლილებები სასტუმროს ჯავშნების რაოდენობიდან გამომდინარე.
ჯავშნების კონტროლი
სასტუმროს მართვის სისტემასა და ინტერნეტ ტურისტულ სააგენტოებს შორის ორმხრივი სინქრონიზაცია ფაქტიურად გამორიცხავს ზედმეტი ჯავშნების მიღების რისკებს.
სასტუმროს მხრიდან ჯავშნების კონტროლის დარღვევის შემთხვევაში შესაძლოა სასტუმრო გახდეს ჯარიმის ობიექტი ინტერნეტ ტურისტული სააგენტოების მხრიდან. შესაბამისად, ჩვენი ჩენელ მენეჯერის მოდული აკონტროლებს თავისუფალი ოთახების რაოდენობას პროგრამაში და აწვდის შესაბამის მონაცემებს სააგენტოების ექსტრანეტებს.