სასტუმროს მართვის სისტემა

სასტუმრო ინდუსტრიას ჩვენ ვთავაზობთ საუკეთესო, მრავალფუნქციურ სასტუმროს მართვის სისტემას რომელიც მოიცავს სასტუმროს ყოველდღიური მართვის ფუნქციებს. სისტემა აერთიანებს ფუნქციებს რესეფშენის, რეზერვაციების, მარკეტინგის და გაყიდვების, ბუღალტერიისა და გენერალური  მენეჯერისათვის. სისტემა ნათარგმნია 22 ენაზე, მათ შორის ქართულად და გამოიყენება 1500-ზე მეტ სასტუმროში მსოფლიოში, მათ შორის 35-ზე მეტ სასტუმროში საქართველოში.

ჩვენ სასტუმროებს ვთავაზობთ სასტუმროს მართვის სისტემის როგორც კომპიუტერულ ასევე ქლაუდ ვერსიას.  

სასტუმროს მართვის სისტემით თქვენ გაიმარტივებთ  ყოველდღიურ საქმიანობებს და განახორციელებთ სრულ კონტროლს სასტუმროს ბიზნესზე. ‘ოდისია’, რომელიც შექმნილია სასტუმროს ბიზნესის ექსპერტების რეკომენდაციებით, თავისი მდიდარი ფუნქციებით, მნიშვნელოვნად აუმჯობესებს სასტუმრო ბიზნესის მართვას. 

რეზერვაციები და ჯავშნები

  • რეზერვაციების და ჯავშნების რეგისტრაცია
  • რეზერვაციების მართვის ფუნქციები
  • რეზერვაციის გაუქმება, წაშლა, ცვლილების შეტანა
  • ჯგუფური რეზერვაციები
  • რეზერვაციის დადასტურება ელ. ფოსტით
  • რეზერვაცია მინიმალური ინფორმაციით
  • სხვადასხვა ფასები და ფასების ტიპები რეზერვაციის ვადის მიხედვით

მიმღების (რესეფშენის) ფუნქციები

  • ოთახების შეცვლა და გადაცვლა
  • სტუმრის სხვადასხვა ინვოისების მომზადება
  • სხვა ხარჯების (მაგ. ტრანსფერი, სამრეცხაო სერვისები, ბარი) ასახვა სტუმრის ინვოისში
  • სტუმრის საკრედიტო ბარათის მონაცემების შენახვა პროგრამაში
  • დაკარგული და ნაპოვნი ნივთების რეგისტრაცია პროგრამაში
  • სტუმართან დაკავშირებული შენიშვნების და კომენტარების რეგისტრაცია
  • გვიანი გასვლების (Late Check-out) მართვა
  • სტუმრების შავი სია
  • სხვადასხვა შემოსავლების და ხარჯების აღრიცხვა

სტუმართან დაკავშირებული ფინანსური ტრანზაქციები

  • წინასწარი დეპოზიტის შექმნა და გამოყენება
  • გადახდის სხვადასხვა ფორმების შეთავაზება სტუმრებისთვის
  • ინვოისის გაყოფა
  • ერთი ოთახის საფასურის მეორე ოთახზე დარიცხვა
  • ინვოისის გაყოფა/გადახდის გადატანა სხვა ოთახზე ან კომპანიაზე
  • დღგ-ს გადახდის კორექტირება (დიპლომატებისათვის)
  • ფასდაკლების შეთავაზება სტუმრებისათვის

ჯგუფების მართვა

  • რეზერვაციების, დაბინავების და გასვლის რეგისტრაცია ერთ სივრცეში
  • ჯგუფის და/ან ჯგუფის წევრების სასტუმროს ხარჯის გადახდები ერთ სივრცეში
  • ჯგუფის და/ან ჯგუფის წევრების სასტუმროს სხვა სერვისების ხარჯების გადახდები ერთ სივრცეში
  • ჯგუფის სხვადასხვა ინვოისების ბეჭდვა, ელ. ფოსტით გაგზავნა, დათვალიერება, ექსპორტი

დამლაგებლის ფუნქციები

  • ოთახების განაწილება დამლაგებლებს შორის
  • დამლაგებლის სამუშაოების განსაზღვრა
  • დალაგების სიხშირის დადგენა თითოეული ოთახისთვის
  • ოთახისთვის სტატუსის მინიჭება (დასალაგებელი, დალაგებული და ა.შ)
  • ოთახებში განსათავსებელი საშუალებების (amenities) საჭირო რაოდენობების მონიტორინგი
  • სპეციალური კომენტარები დამლაგებლებისათვის
  • მიმდინარე დღეს დარეზერვებული ოთახების სია

მარკეტინგი და გაყიდვები

  • ოთახის ფიქსირებული ფასის დადგენა
  • ოთახის სხვადასხვა ფასის დადგენა კვირის დღეებში
  • ოთახის სეზონური და სადღესასწაულო ფასების დადგენა
  • ოთახის ბოლო წუთის გაყიდვების (Last Minute Sale) ფასის დადგენა
  • ფასდაკლებების ფიქსირებული და პროცენტული განაკვეთის დადგენა
  • წინასწარი ჯავშნების ფასდაკლების დადგენა (მაგ: დაჯავშნა 7 დღით ადრე 20%-იანი ფასდაკლებით)
  • სტუმრების ელ. ფოსტების მონაცემთა ბაზა ემაილ მარკეტინგისათვის
  • პრომოუშენების შექმნა და ინტერნეტ ტურისტული სააგენტოების (OTAs) ვებგვერდებზე გამოქვეყნება

ჩენელ მენეჯერი

  • ორმხრივი სინქრონიზაცია ინტერნეტ ტურისტულ სააგენტოებთან (OTAs), როგორებიცაა booking.com, expedia.com, agoda.com, airbnb.com, ctrip.com, hotels.com,orbitz.com, priceline.com, სულ 450-მდე სააგენტო
  • ჯავშნების ავტომატური ჩატვირთვა სასტუმროს პროგრამაში ყოველ 2 წუთში
  • ოთახების ფასების და რაოდენობების ავტომატური ატვირთვა სააგენტოს ექსტრანეტში
  • ოთახების სხვადასხვა ფასების მიწოდება სხვადასხვა ონლაინ ტურისტული სააგენტოების ვებგვერდებზე
  • ოთახების გაქირავების შეზღუდვა/რაოდენობრივად მართვა სხვადასხვა ონლაინ ტურისტულ სააგენტოების მიხედვით

ტურისტულ, საერთაშორისო და სხვა ტიპის კომპანიებთან ურთიერთობები

  • ხელშეკრულებით განსაზღვრული ფასების ან ფასდაკლების განაკვეთის რეგისტრაცია პროგრამაში
  • სტუმრის რეგისტრაციისას კომპანიის არჩევა და ავტომატურად ფასის მითითება
  • სტუმრის გასვლისას გადასახდელი თანხის კომპანიის ანგარიშზე გადატანა
  • გადასახდელი თანხის ინვოისის მომზადება და ავტომატურად გაგზავნა
  • კომპანიების დავალიანებების მონიტორინგი
  • თითოეული სახელშეკრულებო კომპანიიდან მიღებული ჯავშნების რეპორტი
  • კომპანიის მიერ ჩარიცხული თანხების გატარება

ფუნქციები გენერალური მენეჯერისათვის

  • პროგრამაში თანამშრომლებისათვის ფუნქციების დონეების მინიჭება
  • სასტუმროს საქმიანობის გასული წლის შედეგების და მომავალი წლის საპროგნოზო მონაცემების შედარება
  • სპეციალური რეპორტი რომელიც აერთიანებს მნიშვნელოვან კომენტარებს
  • სხვადასხვა ფინანსური რეპორტების ავტომატურად გაგზავნა სასტუმროს მენეჯმენტის წევრებისათვის
  • და სხვა უამრავი ფუნქცია სასტუმროს მართვისთვის

რეპორტები, ბუღალტერია, ფინანსური ანალიტიკა

  • ყოველდღიური, ყოველთვიური და ყოველწლიური ბუღალტრული ანგარიშები
  • სასტუმროს მომავალი საქმიანობის ვრცელი ანალიტიკური ანალიზი
  • შემოსავლების დეტალური აღრიცხვა
  • დავალიანების დეტალური აღრიცხვა
  • ოთახებთან დაკავშირებული რეპორტები
  • სტუმრებთან დაკავშირებული რეპორტები
  • ტურისტული და სხვა ტიპის კომპანიებთან დაკავშირებული რეპორტები
  • ჩენელ მენეჯერთან დაკავშირებული რეპორტები
  • რეპორტების ექსპორტი Excel-ში და PDF-ში
  • Excel-ში დაექსპორტებული საბუღალტრო რეპორტის მარტივი იმპორტი საბუღალტრო პროგრამაში
  • სულ 50+ რეპორტი სასტუმროს ყველა თანამშრომლისათვის

სხვა მნიშვნელოვანი ფუნქციები

მათემატიკური ფორმულების და ალგორითმის საფუძველზე სასტუმროს ოთახების ფასების ავტომატური ზრდის და შემცირების სისტემა, დატვირთულობის დონის ანალიზის საფუძველზე.

სასტუმრო ინდუსტრიის ანალიზის საფუძველზე Expedia Rev+ სასტუმროებს სთავაზობს რეკომენდაციებს ოთახების ფასების ზრდის ან შემცირების მიმართულებით, ასევე ფასების სავარაუდო დიაპაზონს

წარმოადგენს ფუნქციას რომელიც რესეფშენის დეპარტამენტის გვერდის ავლით ახორციელებს სტუმარების ავტომატურ რეგისტრირებას სასტუმროს მართვის პროგრამაში, აუმჯობესებს მომსახურების ხარისხს.

Booking.com-დან და Expedia.com-დან მიღებული ჯავშნების ავტომატური შედარების ფუნქცია - 1 ღილაკით 1 წუთის განმავლობაში სისტემა ამოწმებს რეალურ ჯავშნებს.

STR სასტუმროებს საშუალებას აძლევს გაიგონ თავიანთი კლიენტი სასტუმროების საშუალო დღიური ფასი (ADR) და შემოსავალი ყოველ ოთახზე (RevRAP).

თუ გსურთ გაზარდოთ თქვენი პირდაპირი დაჯავშნები Google-ის რეკლამის მეშვეობით, თქვენ სასტუმროს ვებგვერდიდან მიიღებთ ჯავშნებს და მნიშვნელოვნად შეამცირებთ საკომისიო დანახარჯებს.

გსურთ დანერგოთ მძლავრი სასტუმროს მართვის სისტემა თქვენს სასტუმროში?