გაამარტივე სტუმრების რეგისტრაციის პროცესი
სტუმრების მიღება-განთავსებაზე სასტუმროში პასუხისმგებელია რესეფშენის დეპარტამენტის თანამშრომლები რომლებიც წარმოადგენენ როგორც პირველ კონტაქტს სტუმრებთან. ძალიან ხშირად ჯგუფური ჯავშნების წევრების პირადი მონაცემების რეგისტრირება სასტუმროს მართვის პროგრამაში ძალიან დიდ დროს მოითხოვს. ასევე ძალიან ხშირად რესეფშენის დეპარტამენტის თანამშრომლები სტუმრების რეგისტრაციის დროს ვერ ახორციელებენ სტუმრების შესახებ საჭირო და აუცილებელი ინფორმაციის სრულყოფილად რეგისტრირებას სასტუმროს მართვის სისტემაში.
სასტუმროს გენერალური მენეჯერის მოვალეობაა რომ იზრუნოს სტუმრების მიღება-განთავსების პროცესის გამარტივებაზე და ამ პროცესისათვის საჭირო დროის შემცირებაზე.
ჩვენ სასტუმროებს ვთავაზობთ სიახლეს – Online Check-in -ის ფუნქციას რომელიც რესეფშენის დეპარტამენტის გვერდის ავლით სტუმრების რეზერვაციების ავტომატურ რეგისტრირებას ახორციელებს სასტუმროს მართვის პროგრამაში და ანიჭებს სტატუს ‘დაბინავებული’ (checked-in).
Online Check-in -ის ფუნქცია განსაკუთრებით აქტუალური გახდა COVID-19 პანდემიის დროს – სასტუმროს პერსონალს აღარ აქვს პირდაპირი რამდენიმე წუთიანი შეხება სტუმრებთან და მაქსიმალურად მცირდება ვირუსის გადადების რისკები, ასევე იზრდება სტუმრების მომსახურების ხარისხი სასტუმროებში.