ქ. ბათუმში, კვარიათის ლაჟვარდოვან სანაპიროზე, 50 წლიანი გამოცდილების მქონე ფრანგული კომპანია ‘Groupe Mazureau’-ის ინვესტიციით აშენდა აპარტ-სასტუმრო ‘პანორამა კვარიათი‘ რომელიც მოიცავს 90 ოთახს, რესტორანს მე-12 სართულზე შავი ზღვის თვალწარმტაცი ხედებით, ღვინის და ლაუნჯ ბარებს, სადაც დაინერდა სასტუმროს მართვის სისტემების საერთაშორისო კომპანია ‘ODISSIA SYSTEMS INC‘-ის:

  • სასტუმროს მართვის სისტემა ‘ODISSIA PMS’
  • რესტორნის მართვის სისტემა ‘ODISSIA POS’
  • ჩენელ მენეჯერის სისტემა ონლაინ ტურისტულ სააგენტოებთან (OTAs) სინქრონიზაციის მიზნით
  • სასტუმროს ვებგვერდი ონლაინ ჯავშნის სისტემით (www.panoramakvariati.ge)

სასტუმროს მართვის სისტემა ერთიან ქსელში აერთიანებს რესეფშენს, მარკეტინგის და გაყიდვების დეპარტამენტს, ბუღალტერიას და სასტუმროს გენერალურ მენეჯერს; ხოლო რესტორნის მართვის სისტემა გამოყენებული იქნება რესტორნის, ლანჯ და ღვინის ბარების სამართავად, ასევე ბუღალტერიის დეპარტამენტში.

სასტუმროს სტუმრებისათვის კომფორტული გარემოს შექმნისათვის, ჯავშნების მიღების მიზნით ჩვენს მიერ შემუშავდა სასტუმროს თანამედროვე და მრავალფუნქციური ვებგვერი ონლაინ ჯავშნების და ონლაინ გადახდების (საკრედიტო ბარათით და Paypal) სისტემით.

სასტუმროს მართვის სისტემა ჩენელ მენეჯერის სისტემით ორმხრივად სინქრონიზირებულია ონლაინ ტურისტულ სააგენტოებთან (OTAs) რომელიც გაამარტივებს ჯავშნების მიღების და სასტუმროს პროგრამაში რეგისტრაციის პროცესს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *