სასტუმროს მართვის ქლაუდ სისტემა
სასტუმროებს, სასტუმროთა კომპლექსებს და აპარტოტელებს ვთავაზობთ სასტუმროს მართვის სისტემის ქლაუდ ვერსიას (Cloud Version). ქლაუდ ვერსია მუშაობს თანამედროვე ოპერატიულ სისტემებზე, როგორებიცაა: Microsoft Windows, Apple OSX, Linux, iOS, Android.
სასტუმროს მართვის პროგრამის ქლაუდ ვერსია წარმოადგენს სასტუმროს მართვის პროგრამის აპლიკაციას რომელსაც გააჩნია საუკეთესო დიზაინი, განსხვავებით სხვა სასტუმროს პროგრამების ქლაუდ აპლიკაციებისა. ქლაუდ ვარსია წარმოადგენს კომპიუტერული ვერსიის სრულ ანალოგს, მაგრამ ჩვენ ვინარჩუნებთ ქლაუდ არქიტექტურას ისე რომ თქვენ მიიღებთ 100%-იან სრულყოფილ პროგრამას ყველა სახის მოწყობილობებში, ყოველგვარი ინსტალაციის გარეშე.
სასტუმროს პროგრამის ქლაუდ ვერსია წარმოადგენს ძალიან სწრაფ სისტემას შედარებით სხვა ქლაუდ აპლიკაციებისა.
სასტუმროს პროგრამის ქლაუდ ვერსიას გააჩნია ინტერნეტ ტურისტულ სააგენტოებთან (booking.com, expedia.com, hotels.com, airbnb.com, hotelsrooms.com, orbitz.com, agoda.com, priceline.com, hotwire.com და ა.შ) ორმხრივი ინტეგრაციის მოდული. ასევე ქლაუდ ვერსია ინტეგრირებადია სასტუმროს ვებგვერდთან რაც განაპირობებს ჯავშნების ავტომატურად ჩატვირთვას სასტუმროს პროგრამაში.
ჩვენ გაგვაჩნია მსოფლიოში ერთერთი საუკეთესო ინფრასტრუქტურა რათა უსაფრთხოდ ვმართოთ ჩვენი კლიენტების ქლაუდ სერვერები. ჩვენთან ყველა ინფორმაცია კონფიდენციალურია და დაცულია.
ქლაუდ ვერსიის უპირატესობები:
- არანაირი გათიშვა, განმეორებითი შესვლის მოთხოვნის არარსებობა, უმაღლესი დონის ფუნქციები და აპლიკაციის სისწრაფე
- პროგრამის ინსტალაცია არ არის საჭირო, პროგრამა არის განთავსებული ჩვენს მონაცემთა ბაზის სერვერებზე ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომლებიც დაცულია ყოველგვარი კლიმატური და ჰაკერული ზემოქმედებისგან
- სისტემა შეიძლება გამოყენებული იქნეს შემდეგ მოწყობილობებზე: მაიკროსოფთ ვინდოუსზე, ტაბლეტებზე, ეფლ მაკზე, აიპადზე და გუგლის ანდროიდ ტაბლეტებზე
- შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი ადგილიდან, როგორც სასტუმროდან ასევე მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან
- როგორც ინსტალაციის ასევე ყოველთვიური მომსახურების დაბალი გადასახადი, მცირე ტექნიკური აღჭურვილობის ხარჯები.
- პროგრამის ავტომატური განახლება
- უფასო ტექნიკური მხარდაჯერა – ყოველთვიური გადასახდელი მოიცავს ტექნიკური მხარდაჭერის საფასურსაც
გადაიყვანე თქვენი სასტუმრო მართვის ახალ სისტემაზე
დანერგე ჩვენი მძლავრი და მრავალფუნქციური სასტუმროს მართვის სისტემის ქლაუდ ვერსია და იმუშავე ისეთი პროგრამით რომელიც წარმატებულად გამოიყენება მსოფლიოს 1500-ზე მეტ სასტუმროში.
'ოდისია' გამოირჩევა რამოდენიმე უნიკალური ფუნქციონალით სხვა სასტუმროს მართვის პროგრამებთან შედარებით:
მათემატიკური ფორმულების და ალგორითმის საფუძველზე სასტუმროს ოთახების ფასების ავტომატური ზრდის და შემცირების სისტემა, დატვირთულობის დონის ანალიზის საფუძველზე.
სასტუმრო ინდუსტრიის ანალიზის საფუძველზე Expedia Rev+ სასტუმროებს სთავაზობს რეკომენდაციებს ოთახების ფასების ზრდის ან შემცირების მიმართულებით, ასევე ფასების სავარაუდო დიაპაზონს
წარმოადგენს ფუნქციას რომელიც რესეფშენის დეპარტამენტის გვერდის ავლით ახორციელებს სტუმარების ავტომატურ რეგისტრირებას სასტუმროს მართვის პროგრამაში, აუმჯობესებს მომსახურების ხარისხს.
Booking.com-დან და Expedia.com-დან მიღებული ჯავშნების ავტომატური შედარების ფუნქცია - 1 ღილაკით 1 წუთის განმავლობაში სისტემა ამოწმებს რეალურ ჯავშნებს.
შეამცირეთ საკომისიო დანახარჯები და გაზარდეთ პირდაპირი ჯავშნები თქვენს სასტუმროში სასტუმროს ვებგვერდიდან ონლაინ ჯავშნის სისტემით
STR სასტუმროებს საშუალებას აძლევს გაიგონ თავიანთი კლიენტი სასტუმროების საშუალო დღიური ფასი (ADR) და შემოსავალი ყოველ ოთახზე (RevRAP).
თუ გსურთ გაზარდოთ თქვენი პირდაპირი დაჯავშნები Google-ის რეკლამის მეშვეობით, თქვენ სასტუმროს ვებგვერდიდან მიიღებთ ჯავშნებს და მნიშვნელოვნად შეამცირებთ საკომისიო დანახარჯებს.