რა არის ჯავშნების ავტომატური შედარება?

გაამარტივე ჯავშნების შედარების პროცესი

ონლაინ ტურისტული სააგენტოებიდან (OTAs) მიღებული რეზერვაციების შედარება (OTA Commission Reconciliation) საკმაოდ შრომატევადი პროცესია. იმისათვის რომ სასტუმროს თანამშრომელმა შეამოწმოს თითოეული რეზერვაცია და შეადაროს ონლაინ ტურისტული სააგენტოს მონაცემებს, რამდენიმე საათიან მუშაობას მოითხოვს.

ძალიან ხშირად, დროის სიმცირის გამო, სასტუმროს თანამშრომელი იგნორირებას უკეთებს ამ პროცესს რაც იწვევს საკმაოდ დიდ ფინანსურ დანაკარგებს.

სასტუმროს მართვის სისტემა ODISSIA PMS-ში დაემატა Booking.com-თან და Expedia.com-თან ავტომატური შედარების ფუნქცია – სისტემა 1 ღილაკით 1 წუთის განმავლობაში ავტომატურად ამოწმებს გაუქმებულ რეზერვაციებს (cancellation), გამოუცხადებლობას (no-show) და ჯავშნის დღეების შემცირებას.

ეს პროცესი ხელს უწყობს:

  • ადამიანური შეცდომების გამორიცხვას
  • ონლაინ ტურისტული სააგენტოებისათვის (booking.com და expedia.com) ზედმეტი თანხების გადახდებისგან თავის არიდებას
  • დროის დაზოგვას და მოგების ზრდას.

გსურთ დანერგოთ მრავალფუნქციური სისტემა და გახადოთ სასტუმროს მართვა ავტომატიზირებული?