რესტორნის პროგრამა (POS)

რესტორნის მართვის პროგრამა შეიძლება გამოყენებულ იქნეს რესტორნის, ბარის, საუნის, საჩუქრების მაღაზიის და სხვა სახის ობიექტების მართვისათვის სასტუმრო კომპლექსში. ‘ოდისია’ სასტუმროებს უზრუნველყოფს თანამედროვე, დარგის სპეციალისტების მიერ აღიარებული რესტორნის მართვის პროგრამით, ასევე ევროპული წარმოების ტექნიკური აღჭურვილობით (პოსტერმინალი და თერმული პრინტერი) და კონსულტაციებით რესტორნის/ბარის წარმატებულად მართვისათვის.

რესტორნის მართვის პროგრამა დაკავშირებულია სასტუმროს მართვის პროგრამასთან რაც უზრუნველყოფს სასტუმროს სტუმრის მიერ რესტორანში/ბარში გაწეული ხარჯების ავტომატურ ასახვას სასტუმროს პროგრამაში სტუმრის ინვოისში რაც რეალურად გამორიცხავს ფინანსურ დანაკარგებს რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს რესტორნის მართვის პროგრამის არქონის შემთხვევაში.

რესტორნის მართვის სისტემა ნათარგმნია ქართულ ენაზე რაც მნიშვნელოვნად ამარტივებს რესტორნის პერსონალის მუშაობას.

 გამოყენების სიმარტივე

  • სამართავი პანელი მაგიდების განლაგების მიხედვით
  • სამართავი პანელი პროგრამის ფუნქციების მიხედვით
  • სამართავი პანელი რესტორნის/ბარის განლაგების მიხედვით
  • მაგიდების სტატუსი სამართავ პანელზე
  • მაგიდების დიზაინის სურვილის მიხედვით
  • ე.წ თაჩსქრინის მოდული 
  • შეკვეთების რამდენიმე მოდელი: ოთახის სერვისი, გატანის სერვისი და რესტორანში/ბარში სერვისი
  • ქვითრის გაყოფა
  • გადახდის სხვადასხვა მეთოდები (ნაღდი თანხით, ბარათით, ბანკით, ბარტერით)

მენიუ

  • მენიუს შექმნა კერძების და სასმელების ინგრედიენტების მიხედვით
  • რეცეპტების დეტალური კალკულაცია
  • ინგრედიენტების შემცვლელები
  • სხვადასხვა მენიუ, სხვადასხვა ფასები, სხვასხვა გადასახადები 
  • კერძების და სასმელების ფოტოების ჩასმა 

ბექოფისის ფუნქციები

  • დღის დახურვა 1 დაკლიკებით
  • მონაცემთა ბაზის არქივაცია, აღდგენა
  • თანამშრომელთა პროგრამაში წვდომის უფლებების გაწერა
  • ფიქსირებული ან პროცენტული გადახდის გაწერა

საწყობის მენეჯმენტი

  • სხვადასხვა საწყობების შექმნა (რესტორნის, ბარის, ვერანდის და ა.შ)
  • მომწოდებლის პროფილის შექმნა
  • მოწოდებული პროდუქციის რეგისტრაცია
  • მარაგების რეალური კონტროლი
  • მარაგების მინიმალური დონის დადგენა
  • მარაგების გადაცემა სხვადასხვა საწყობებს შორის

ბუღალტერია, რეპორტინგი

  • დღის გაყიდვების დეტალური ანგარიში
  • მარაგების ანგარიში სხვადასხვა ფორმით
  • გაყიდვების ანგარიში კერძების/პროდუქციის მიხედვით
  • თანამშრომელთა ანგარიში სამუშაო განრიგის მიხედვით
  • თვის გაყიდვების ანგარიშები
  • რეპორტების ექსპორტი Excel-ში და PDF-ში
  • Excel-ში დაექსპორტებული საბუღალტრო რეპორტის მარტივი იმპორტი საბუღალტრო პროგრამაში
  • რეპორტების დიდი არჩევანი, სულ 30-მდე რეპორტი

ფოტოგალერეა
pic
 
რესტორნის ტექნიკური აღჭურვილობა
pic
 
სასტუმროს ქლაუდ პროგრამა
pic