სასტუმროს შემოსავლების მენეჯმენტის სისტემა (Hotel Revenue Management System (RMS)) მათემატიკური ფორმულების და ალგორითმის საფუძველზე ახორციელებს ფასების ზრდის და შემცირების ავტომატურ მართვას, როგორც სასტუმროს მართვის სისტემაში, ასევე ჩენელ მენეჯერის საშუალებით ონლაინ ტურისტული სააგენტოების ვებგვერდებზე, იმისათვის რომ სასტუმროს ოთახები მიაქირავოთ კონკრეტულ დროს კონკრეტულ სტუმარს კონკრეტულ ფასში, რათა მაქსიმალურად გაზარდოთ სასტუმროს მოგება.

შემოსავლების მენეჯმენტის სისტემა ოთახებზე მოთხოვნის ანალიზის საფუძველზე ზრდის ოთახის ფასებს როცა მოთხოვნა ოთახებზე მაღალია და ამცირებს ოთახების ფასებს როცა ოთახებზე მოთხოვნა დაბალია სტუმრების მხრიდან.

სასტუმროს შემოსავლების მენეჯმენტის ეფექტიანობისთვის აუცილებელია რომ სასტუმროს მართვის სისტემაში ჩაშენებული იყოს შემოსავლების მენეჯმენტის სისტემა ან სასტუმრომ გამოიყენოს სხვა კომპანიის ფასიანი მომსახურება.

ჩვენ სასტუმროებს ვთავაზობთ შემოსავლების მენეჯმენტის სისტემას უფასოდ!