შემოსავლების მენეჯმენტი
შემოსავლების მენეჯმენტი წარმოადგენს ოთახების ფასების დადგენის სტრატეგიებს რომელსაც თქვენ როგორც სასტუმროს მენეჯერი გამოიყენებთ იმისათვის რომ სასტუმროს ოთახები მიაქირავოთ კონკრეტულ დროს კონკრეტულ სტუმარს კონკრეტულ ფასში, სასტუმროს მოგების ზრდის მიზნით.
შემოსავლების მენეჯმენტის ეფექტიანობისთვის აუცილებელია რომ სასტუმროს მართვის სისტემაში ჩაშენებული იყოს შემოსავლების მენეჯმენტის სისტემა (Revenue Management System - RMS) ან სასტუმრომ გამოიყენოს სხვა კომპანიის ფასიანი მომსახურება.
შემოსავლების მენეჯმენტის სისტემა წარმოადგენს სასტუმროს ტექნოლოგიურ პროგრამას რომელიც ოთახებზე მოთხოვნის ანალიზის საფუძველზე ზრდის ოთახის ფასებს როცა მოთხოვნა ოთახებზე მაღალია და ამცირებს ოთახების ფასებს როცა ოთახებზე მოთხოვნა დაბალია სტუმრების მხრიდან.
ჩვენ სასტუმროებს ვთავაზობთ შემოსავლების მენეჯმენტის სისტემას უფასოდ!
დღის, კვირის, თვის და წლის მიხედვით ოთახების ფასების შესახებ ინფორმაცია
რა რაოდენობის ოთახები შეიძლება დაიჯავშნოს კონკრეტულ ქალაქში ან რეგიონში
თქვენი სასტუმროს ოთახების ფასების დიაპაზონის განსაზღვრა კონკურენტების ანალიზის საფუძველზე ერთ კონკრეტულ დღეს
როგორც კი Rev+ აღმოაჩენს რომ თქვენი სასტუმროს ოთახების ფასები ძალიან მაღალია ან ძალიან დაბალია, Rev+ აგზავნის შეტყობინებას

Expedia Rav+
საბაზრო სიტუაციების ცვლილების დროს ძალიან რთულია შეინარჩუნო კონკურენტული ფასები და მიაღწიო ფინანსურ წარმატებას.
პოპულარული ინტერნეტ ტურისტული სააგენტო ‘Expedia.com’ სასტუმროებს სთავაზობს შემოსავლების ანალიტიკის ფუნქციას Rev+ რომელიც აჯგუფებს და აანალიზებს ბაზრის მონაცემებს მომავალი 12 თვის პერიოდისთვის, იმისათვის რომ სასტუმროს მენეჯერს მიაწოდოს ბაზრის უახლესი ანალიზი ოთახების ფასების ოპტიმიზაციისათვის.
თუკი თქვენ გსურთ რომ შემოსავლების მენეჯმენტის პროცესი იყოს უფრო მეტად ანალიტიკური, თქვენ ხელთ გქონდეთ სასტუმრო ინდუსტრიის ანალიზი, კონკურენტების ანალიზი, ფასების ზრდის, შემცირების და სასურველი დიაპაზონის რეკომენდაციები, მაშინ აირჩიეთ ‘ODISSIA’ და ისარგებლეთ Rev+-ის ფუნქციით.
Rev+-ის ფუნქციის გამოყენება ODISSIA PMS-ში უფასოა!
ODISSIA PMS
