რა არის str.com და რა სარგებელი აქვს სასტუმროსთვის?

კონკურენტების და ბაზრის ანალიზი წარმატებული საქმიანობისთვის

STR, იგივე Smith Travel Research, წარმოადგენს სასტუმრო ინდუსტრიის ანალიტიკურ საერთაშორისო კომპანიას რომელიც ახორციელებს სასტუმრო ინდუსტრიის ანალიზს 180 ქვეყანაში 68,000 სასტუმროს მეშვეობით.

STR-ს გააჩნია უნიკალური მოდელი რომლის საშუალებითაც სასტუმროები ეცნობიან თავიანთი კონკურენტის:

  • დატვირთულობის დონეს (occupancy rates)
  • შემოსავალს ყოველ ოთახზე (RevPAR)
  • საშუალო დღიურ ფასს (ADR).

ყოველ ხუთშაბათს STR-ის კლიენტი სასტუმროები ღებულობენ ანალიტიკურ მასალას STR-ისგან სადაც მოცემულია საკუთარი სასტუმროს საქმიანობის შედეგები შედარებული კონკურენტ სასტუმროებთან რაც საშუალებას აძლევს სასტუმროს მენეჯმენტს ჰქონდეს ინფორმაცია როგორ საქმიანობენ თავისი კონკურენტი სასტუმროები.

ასევე სასტუმროები ღებულობენ ანალიტიკურ ინფორმაციას ტურიზმის ინდუსტრიაში მოთხოვნა-მიწოდების დინამიკის და ბაზრის განვითარების ტენდენციების შესახებ.

STR-ის ანალიტიკა და რეპორტები სასტუმროს მენეჯერს ეხმარება სწორად დაგეგმოს მუშაობის სტრატეგია, რათა სასტუმრომ მიაღწიოს მაღალ შემოსავლებს და დატვირთულობის დონეს.

იმისათვის რომ სასტუმრომ ითანამშრომლოს STR-თან, სასტუმრომ STR-ს უნდა წარუდგინოს თავისი საქმიანობის შედეგი: ა) საშუალო დღიური ფასი (ADR) და ბ) დატვირთულობის დონე (occupancy rate). ამ მონაცემების დამუშავების შემდეგ STR სასტუმროს უგზავნის პროფესიონალურად მომზადებულ ანალიტიკურ რეპორტს.

ჩვენ სასტუმროებს ვთავაზობთ სიქნრონიზაციას STR-თან: ODISSIA PMS-დან ყოველდღიურად ავტომატურად მოხდება საშუალო დღიური ფასის და დატვირთულობის დონის სტატისტიკური მონაცემების მიწოდება STR-ისთვის რითაც სასტუმროს მენეჯერები გამოითავისუფლებენ ყოველდღიურად STR-ისთვის სპეციალური ფორმების შევსებისთვის საჭირო დროს.

თუ გსურთ გაიგოთ მეტი STR.COM-ის შესახებ, ეწვიეთ კომპანიის ვებგვერდს.

გსურთ დანერგოთ მძლავრი სასტუმროს მართვის სისტემა თქვენს სასტუმროში?